ალეკო ელისაშვილი: ოქტომბრის არჩევნების საღამოც და მეორე დღეც არა ყვირილის და ჩხუბის დღე, არამედ წყნარი, სამოქალაქო სიმშვიდის დღე იქნება
“მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ოქტომბრის არჩევნები იქნება მშვიდი, ყოველგვარი ბოიკოტისა და ყვირილის გარეშე.
“მე დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრის თვეში როდესაც ჩატარდება არჩევნები, არჩევნების საღამოც და მეორე დღეც იქნება არა მღელვარების, ბოიკოტის, ყვირილისა და ჩხუბის დღე, არამედ იქნება მშვიდი, წყნარი და სამოქალაქო სიმშვიდის დღე”, – აღნიშნა ელისაშვილმა.