გია ვოლსკი – მამუკა ხაზარაძეს: ნუ ყვირი, დაჯექი, თუ ძმა ხარ

საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე, სადაც პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს, პარლამენტის ვიცესპიკერ გია ვოლსკსა და “ლელოს” ლიდერ მამუკა ხაზარაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

„მამუკა ხაზარაძე გამოვიდა და ჩემზე თქვა, სასამართლოში ვუჩივლეთ და სასამართლოს სხდომა არ ჩანიშნულაო. საუბარია იმაზე, რომ როდესაც პოლიტიკაში შემოდიოდნენ, ჟურნალისტმა დამისვა კითხვა იმ 17 მლნ-თან დაკავშირებით, რომელიც ბანკიდან გავიდა, კერძო პირზე გადაფორმდა, კერძო ანგარიშზე გადავიდა და ოფშორულ ზონაში მოხვდა, სად არის, ვერ გაიგეს. მე რომ ამაზე მკითხეს, ვუპასუხე, რომ ჯერ ამ საკითხზე უნდა გასცენ პასუხი და მერე პოლიტიკაზე ილაპარაკონ. ამიტომ მიჩივლეს”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ვოლსკის გამოსვლას დარბაზში მამუკა ხაზარაძის გამოხმაურება მოჰყვა, რის შემდეგაც ვოლსკიმ ხაზარაძეს შემდეგნაირად მიმართა:

„კარგი, ნუ ყვირი. დაჯექი, თუ ძმა ხარ. ვთქვათ და მოიგეთ სასამართლო, 290 ათასი ლარი საიდან უნდა გადავიხადო, თუ ჩემი ბინის წაღება გინდათ?“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები