მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა შტო თუ საკუთრივ მათი წარმომადგენლები ვერ იკავებენ თავს, რომ ამ დარბაზში მაინც რუსული ჰიმნი არ გაახმოვანონ
“რა დაუოკებელი სურვილია ასეთი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა შტო თუ საკუთრივ მათი წარმომადგენლები ვერ იკავებენ თავს, რომ ამ დარბაზში მაინც საბჭოთა და რუსული ჰიმნი არ გაახმოვანონ”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, გაუგებარია, რას ემსახურება ასეთი მეთოდები.
„ის ღალატი, რაც ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც პარტიამ თავისი ქვეყნის წინაშე, რეზოლუციის მხარდაჭერით, არ იკმარეთ და დღემდე ახსენებთ ხალხს რუსულ ჰიმნს და ასეთი მეთოდებით ვითომ რაღაცის წინააღმდეგ იბრძვით. არ ვიცი, რა სჭირს ამ ხალხს, რა დაუოკებელი სურვილია ასეთი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა შტო თუ საკუთრივ მათი წარმომადგენლები ვერ იკავებენ თავს, რომ ამ დარბაზში მაინც საბჭოთა და რუსული ჰიმნი არ გაახმოვანონ, მე ვერ ვხვდები, ქვეცნობიერი შვება ამას, თუ რას აკეთებენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნონა მამულაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე რუსეთის ჰიმნი ჩართო.