ანრი ოხანაშვილი: „ლეიბორისტული პარტია“ არის „ნაცმოძრაობის“ გაგრძელება და „ლელოც“ „ნაცმოძრაობის“ გაგრძელებაა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ლეიბორისტული პარტია“ არის „ნაცმოძრაობის“ გაგრძელება და „ლელოც“ მისი ამ განცხადებით ხაზს უსვამს, რომ ისიც „ნაცმოძრაობის“ გაგრძელებაა.

მისი თქმით, „ლელო“ დესტრუქციის გზას დაადგა.

„სამწუხაროა, რომ „ლელო“ დესტრუქციის გზას დაადგა. „ლეიბორისტული პარტია“ არის „ნაცმოძრაობის“ გაგრძელება და „ლელოც“ მისი ამ განცხადებით ხაზს უსვამს, რომ ისიც „ნაციონალური მოძრაობის“ გაგრძელებაა. ეს ტრიო არის შეკრული, რომელიც რეალურად ერთი ჯგუფია. ეს, რა თქმა უნდა, ხაზს უსვამს იმას, რომ ეს ხალხი არ არის ჯანსაღი პოლიტიკური ჯგუფი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„ლელო“ საარჩევნო ცვლილებების შესახებ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები