გია ვოლსკი: პანდემია გვიტევს და თუკი რაიმე პრობლემები დღეს არსებობს, ყველამ ძალები უნდა გავაერთიანოთ

“გაკეთებული და დაგეგმილი საქმეებით უნდა ვიმსჯელოთ და არა – ინსინუაციებითა და შეძახილებით, რომელიც პარასკევის განხილვას ახასიათებდა”, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლა.

მისი თქმით, არსებული პრობლემების გადასაჭრელად ყველამ ძალები უნდა გააერთიანოს.

„ფაქტია, გაკეთებული და დაგეგმილი საქმეებით უნდა ვიმსჯელოთ და არა – ინსინუაციებითა და შეძახილებით, რომელიც პარასკევის განხილვას ახასიათებდა. რასაკვირველია, პანდემია გვიტევს და თუკი რაიმე პრობლემები დღეს არსებობს, ყველამ ძალები უნდა გავაერთიანოთ და გადავჭრათ არსებული პრობლემები“, – განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტში პრემიერის ანგარიშზე პოლიტიკური დებატები დღეს გაგრძელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები