ალეკო ელისაშვილი: „ქართული ოცნება“ ახალი მოსამართლეების შერჩევის ფორსირებას რატომ ახდენს, ვერ ვხვდები
„ქართული ოცნება“ ახალი მოსამართლეების შერჩევის ფორსირებას რატომ ახდენს, ვერ ვხვდები”, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორები გვეუბნებიან, რომ სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა სჭირდება.
„შიდა საქმეებში ჩარევას ჯერ ვერ ვხედავ. საერთაშორისო პარტნიორები რომ გვეუბნებიან, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა სჭირდება, ეს ჩარევა რატომ არის? ამას ყველა ღიად გვეუბნება და არასოდეს დაუმალავთ. გაუგებარია ფორსირება ახალი მოსამართლეების შერჩევის. „ქართული ოცნება“ ასეთ ფორსირებას რატომ ახდენს, ვერ ვხვდები“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.