ანრი ოხანაშვილი: 2012 წლამდე სასამართლო სისტემაში პოლიტიკით გაჯერებული საკითხები იყო, ეს „ქართული ოცნების“ გუნდმა აღმოფხვრა – მმართველი გუნდი იმავე წრეზე ვერ წავა

“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკითხი შემოსულია. დღეს ბიუროზე უკვე იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ოფიციალურად გადმოეცემა შესაბამისი დოკუმენტები და დაეწერება, როგორც წამყვან კომიტეტს”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, 2012 წლამდე სასამართლო სისტემაში პოლიტიკით გაჯერებული საკითხები იყო, რაც „ქართული ოცნების“ გუნდმა აღმოფხვრა.

“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკითხი შემოსულია. დღეს ბიუროზე უკვე იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ოფიციალურად გადმოეცემა შესაბამისი დოკუმენტები და დაეწერება როგორც წამყვან კომიტეტს. ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად უნდა ითქვას, დაუშვებელია პოლიტიკის შეტანა სასამართლო სისტემაში. 2012 წლამდე სასამართლო სისტემაში პოლიტიკით გაჯერებული საკითხები იყო. ეს „ქართული ოცნების“ გუნდმა აღმოფხვრა, იმავე წრეზე „ქართული ოცნება“ ვერ წავა. რაც შეეხება მოსამართლეთა მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ეს არის მათი შეფასება და მე არ შევალ ამის შეფასებაში. ეს ჩემი საქმე არ არის, ვინაიდან ჩემი ნებისმიერი  განცხადება მოსამართლეთა მიერ გაკეთებულ განცხადებებზე შეიძლება, აღქმული იყოს, როგორც პოლიტიკის შეტანა მართლმსაჯულების სისტემაში,” – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები