ზაალ ანჯაფარიძე – გახარიას გუნდის წევრებს: გინდათ, ხალხის თვალში სინდისიერ პოლიტიკოსებად გამოჩნდეთ? დატოვეთ მანდატები, რომელიც “ოცნების” ხელიდან მიიღეთ და ისე გააგრძელეთ პოლიტიკური საქმიანობა
“ტოვებ პარტიას? დატოვე მანდატიც, რომელიც ძალიან კარგად იცი რომ შენით არ მიგიღია და ვერც მიიღებდი ვერასდროს”, – ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე გიორგი გახარიას გუნდის წევრების მისამართით სოციალურ ქსელში წერს.
ექსპერტი მათ, მანდატების დატოვებას ურჩევს, რომელიც “ქართული ოცნების” მხარდაჭერით მიიღეს.
“უარყოფითი დამოკიდებულება მქონდა წინა მოწვევის პარლამენტის “ქ/ოცნების” იმ დეპუტატ-დისიდენტების მიმართ, რომლებმაც პარტია და უმრავლესობა დატოვეს, მაგრამ “ოცნების” დახმარებით მიღებული სადეპუტატო მანდატები და პრივილიგები შეინარჩუნეს. ტოვებ პარტიას? დატოვე მანდატიც, რომელიც ძალიან კარგად იცი რომ შენით არ მიგიღია და ვერც მიიღებდი ვერასდროს
იგივე დამოკიდებულება მაქვს “ოცნებიდან ” განდგომილ ახლანდელ დისიდენტ დეპუტატებთან, განსაკუთრებით მათთან, მაღალ რეგისტრში რომ საუბრობენ. “საწყლები” თურმე რა დღეში ყოფილან, მაგრამ მანდატი ჩაიხუტეს
გინდათ ხალხის თვალში სინდისიერ პოლიტიკოსებად გამოჩნდეთ? დატოვეთ მანდატები, რომელიც “ოცნების” ხელიდან მიიღეთ და ისე გააგრძელეთ პოლიტიკური საქმიანობა. არ გაინტერესებთ, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს და პოლიტიკოსს რა მხარდაჭერა გაქვთ?
თუმცა, არა ხართ ამის გამკეთებლები ხომ ვიცი”,- წერს ანჯაფარიძე.