სამეგრელოში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამა-შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

სენაკის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამა-შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულები სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ. მათ უფლებებს იურიდიული სამსახურის სამი ადვოკატი იცავს. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ.

სამართალდამცველებმა ბ.გ. და ზ.გ. 23 ივნისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინათ (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ბ.გ.-ს ორი ეპიზოდი, ზ.გ.-ს სამი ეპიზოდი), ხოლო ზ.გ-ს ასევე ბრალდება 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა.

ორივე პირისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები