ალეკო ელისაშვილი: მინდა, შალვა პაპუაშვილს მადლობა ვუთხრა, მე გარედან ვიყავი ჩართული, მაგრამ ვიცოდი, როგორი გულმოდგინებით შრომობდა

“მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი საარჩევნო კოდექსზე გაწეული შრომისთვის შალვა პაპუაშვილს მადლობას უხდის.

მისი თქმით, ისურვებდა, რომ გარემო და დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ ასე განსხვავებული პარტიების წარმომადგენლების მხრიდან იყოს ისეთი, როგორიც იყო გუშინ.

„მინდა, შალვა პაპუაშვილს მადლობა ვუთხრა. მე გარედან ვიყავი ჩართული, მაგრამ ვიცოდი, როგორი გულმოდგინებით შრომობდა შალვა პაპუაშვილი, მერე რა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია, დიდი მადლობა შალვა იმ შრომისთვის, რაც ჩადე საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით. მადლობა მათ, ვინც იყო ჩართული ამ ცვლილებების მომზადებაში, რადგან ეს ეროვნული სიკეთეა, ერთ პარტიაზე გადაქაჩული რამ არ არის.

ვისურვებდი, რომ გარემო და დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ ასე განსხვავებული პარტიების წარმომადგენლების მხრიდან იყოს ისეთი, როგორიც იყო გუშინ, რადგან დაპირისპირება და ზარბაზნების სროლა ამ სივრცეს, შენობასა და დარბაზსაც ახსოვს და ამას ჩვენთვის კარგი არაფერი მოუტანია“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები