ალეკო ელისაშვილი: გუშინ ისტორიული გაოცება მქონდა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, დიდი კმაყოფილებით ვუსმენდი იმ კორექტულ და ასე ნანატრ დისკუსიასა და კამათს

“გუშინ ისტორიული გაოცება მქონდა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, დიდი კმაყოფილებით ვუსმენდი იმ კორექტულ და ასე ნანატრ დისკუსიასა და კამათს”, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ნათელი გახდა, რომ შუამავლების, ვაშინგტონიდან ჩამოსული ხალხის გარეშეც შესაძლებელია საუბარი.

„გუშინ ისტორიული გაოცება მქონდა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. დიდი კმაყოფილებით ვუსმენდი იმ კორექტულ და ასე ნანატრ დისკუსიასა და კამათს, როდესაც უკიდურესად განსხვავებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ასე კორექტულად და კარგად სვამდნენ კითხვებს. გიორგი ვოლსკის ეკუთნის მადლობა გუშინ ასე ადამიანურად სხდომის წაყვანისთვის. ვფიქრობდი ჩემთვის, რომ შეგვძლებია ჩვენც, ქართველებსაც, უკიდურესად განსხვავებული პარტიების წარმომადგენლებსაც ერთ, კონკრეტულ ეროვნულ მიზანზე ასე კორექტულად ვისაუბროთ-მეთქი და ამისთვის ყველას დიდი მადლობა.

ხომ შეგვძლებია, შუამავლების, ვაშინგტონიდან ჩამოსული ხალხის გარეშე დავსხდეთ და ვისაუბროთ. ამ მომენტს ველოდით ჩვენ, რომ ყველა შევთანხმდებოდით იმაზე, რის გამოც ვილანძღებოდით“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები