ალუდა ღუდუშაური: ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონმა გახარიამ ათასობით კილომეტრი გაიარა, რათა შორტებში ჩაცმული მელია ენახა ვაშინგტონში

“ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონმა გახარიამ ათასობით კილომეტრი გაიარა, რათა შორტებში ჩაცმული მელია ენახა ვაშინგტონში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი არავის დევნის.

“ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონმა გახარიამ ათასობით კილომეტრი გაიარა, რათა შორტებში ჩაცმული მელია ენახა ვაშინგტონში. ეს არის ძალიან ცუდი სანახავი და, ამიტომ, ჯობს, რომ ასეთ კომენტარებს საგნობრივად გასცეს პასუხი. მაგალითად, ჩვენ “ქართული ოცნება” არავის არ ვდევნით, მას ეს კარგად უნდა ესმოდეს. ჩვენ ვითხოვთ, ერთი მხრივ, კანონის აღსრულებას, რაზეც, ჩვენდა სამწუხაროდ, სწორედ ბატონმა გახარიამ უარი თქვა, რომ ფორმალურ ლიდერზე ბატონი მელიას მიმართ არ აღსრულებულიყო სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილება და ვისზე და როგორ ბრძოლაზე საუბრობს ბატონი გახარია. ახლა მისი მხრიდან ეს კომენტარი არის ძალიან კომიკური და არათანმიმდევრული”, – განაცხადა “დღის კურიერის” ეთერში ალუდა ღუდუშაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები