დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი “ასტრაზენეკათი” ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი “ასტრაზენეკათი” ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.

“მოქალაქეებისთვის ,,ასტრაზენეკას,, ვაქცინით მეორე დოზით აცრა მოხდება პირველი დოზიდან 10-12 კვირის ინტერვალში.

იმათთვის, ვინც უკვე დარეგისტრირდნენ ,,ასტრაზენეკათი,, რევაქცინაციისთვის პირველი დოზიდან 10-12 კვირის შუალედში,  არ იცვლება არაფერი. არჩეულ დროსა და კლინიკაში შეუძლიათ, გაიკეთონ აცრა.

მათ, ვინც მიიღო შეტყობინება ჯავშნის ცვლილების შესახებ,  შეუძლიათ, ხელახლა დარეგისტრირდნენ პირველი დოზიდან 10-12 კვირის ინტერვალში.

მათ, ვისაც რევაქცინაციაზე ჯავშანი ჯერ არ გაუკეთებია, შეუძლიათ, ჯავშანი გააკეთონ ასევე 10-12 კვირის ინტერვალში ვებგვერდზე booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები