ნოჯიხევში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კუთხე ნოჯიხევში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად, 1.7 კილომეტრზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა გაბიონი, ბეტონის არხი და რკინის ცხაურები.

“პროექტს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს.

გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობისმუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის პირველიმოადგილე ვარაზ გაბედავა გაეცნენ.

სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბილდინგ გრუპ 17“ აწარმოებს.

ხობის მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან დღემდე,135 კილომეტრზე მეტი გზის რეაბილიტაცია განხორციელდა”, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები