პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატებთან ერთად, გარდაბანში იუსტიციის სახლის გახსნას დაესწრო

“მოხარული ვარ, რომ დღეს ვესწრები გარდაბანში იუსტიციის სახლის გახსნას – ადგილის, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, მიიღოს როგორც სახელმწიფო, ისე, კერძო სექტორის მომსახურება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გარდაბანში განაცხადა, სადაც იუსტიციის სახლის გახსნას დეპუტატებთან ერთად დაესწრო.

როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ, „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შენობების სრულად ადაპტაციას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებთან.
„ჩვენი ხელისუფლების პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ, რომ მოხდეს როგორც ძველი შენობების ადაპტაცია, ისე, ახალი შენობები იყოს ბოლომდე მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე”, – განაცხადა კახა კუჭავამ.
მისი თქმით, სერვისების რაოდენობა, რომელსაც მოსახლეობა ახალ იუსტიციის სახლში მიიღებს, მხოლოდ დასაწყისია და კიდევ ბევრი ახალი პროგრამაა დაგეგმილი.
„ვიცი, რომ დაგეგმილი არის ბევრი ახალი პროგრამა, ახალი ელექტრონული მომსახურების ფორმები, რომელიც კიდევ უფრო გაუადვილებს მოსახლეობას მათთვის სასურველი და საჭირო სერვისების მიღებას”, – აღნიშნა კახა კუჭავამ.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა პრემიერ მინისტრს, იუსტიციის მინისტრს და იუსტიციის სახლის თანამშრომლებს, ვინც, მისივე თქმით, შრომობს იმისთვის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ დროულად და კომფორტულად მიიღოს მათთვის საჭირო მომსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები