ბიძინა კულუმბეგოვი: რეგულაციების მოხსნა სერიოზული რისკის შემცველია – მთავრობის პასუხისმგებლობაა

“ჩვენს ქვეყანაში, პრაქტიკულად, არ გვაქვს ვაქცინაცია, ის აცრილი 2% პრაქტიკულად არაფერს ნიშნავს და ჩვენ ყველანაირ რეგულაციას ვხსნით. ეს, რასაკვირველია, სერიოზული რისკის შემცველია”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს.

მისივე თქმით, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

“ჩვენ როდესაც მივიღეთ რეგულაციების მოხსნა, როდესაც ეპიდემიოლოგიური კონტროლის თვალსაზრისით არაფერი გაკეთებულა და ჩვენ არ გვაქვს სტაბილური სიტუაცია, ეს აბსოლუტურად ლოგიკას აცილებულია. რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანა ამსუბუქებს რეგულაციებს მაშინ, როდესაც ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია. ჩვენს ქვეყანაში, პრაქტიკულად, არ გვაქვს ვაქცინაცია, ის აცრილი 2% პრაქტიკულად არაფერს ნიშნავს და ჩვენ ყველანაირ რეგულაციას ვხსნით – ეს, რასაკვირველია, სერიოზული რისკის შემცველია. ეს მთლიანად ხელისუფლებისა და მთავრობის პასუხისმგებლობაა”, – აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები