რიმა ბერაძე – სახალხო დამცველს: რა კონკრეტული ნაბიჯები გაქვთ გადადგმული ამ ვითარებაში ზაზა გახელაძის დასახმარებლად?

„მაინტერესებს სახალხო დამცველის პოზიცია და უფრო მეტად იმ კონკრეტულ ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც თქვენი აზრით უნდა განხორციელდეს ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად – თქვენ რა კონკრეტული ნაბიჯები გაქვთ გადადგმული ამ ვითარებაში მის დასახმარებლად?“, – აღნიშნული შეკითხვით სახალხო დამცველს პარლამენტის წევრმა, რიმა ბერაძემ მიმართა.

პლენარულ სხდომაზე დღეს ომბუდსმენის წლიურ ანგარიშს მოუსმინეს.
„დღეს ზაზა გახელაძის დაბადების დღეა. მთელი პარლამენტის სახელით ვულოცავ მას. აქვე, კიდევ ერთხელ, საჯაროდ და კატეგორიულად მოვითხოვთ უკლებლივ ყველასგან, ვისაც ხელეწიფება, რომ უზრუნველყოს ზაზა გახელაძის თავისუფლება, რათა სწრაფად დასრულდეს მისი სრულიად უკანონო პატიმრობა.
მისასალმებელია საქართველოს პატრიარქის ჩართვა ამ პროცესში და მჯერა, რომ, ერთობლივი ძალისხმევით, ზაზა მალე დაუბრუნდება ოჯახს“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები