თეა წულუკიანი: დეპუტატობისას მქონდა განცდა, რომ დაკვირვების ქვეშ მყოფი ზღვის გოჭი ვიყავი
რატომ არ არის მედია დაშვებული გელათის ტერიტორიაზე – ჟურნალისტების ამ კითხვას დღეს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უპასუხა.
“რატომ არ არის მედია დაშვებული გელათის ტერიტორიაზე, იმიტომ, რომ, მაგალითისთვის, როდესაც მე გახლდით საქართველოს პარლამენტის წევრი, მედია არ მაძლევდა მუშაობის საშუალებას და მე მუდმივად მქონდა განცდა, რომ ვარ არა დეპუტატი, არამედ – დაკვირვების ქვეშ მყოფი ზღვის გოჭი”, – თქვა თეა წულუკიანმა.
იუნესკო-ს უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი გელათში არსებულ მდგომარეობას ადგილზე დღეიდან შეისწავლის.