გიორგი ბოტკოველი: იმ პარლამენტში ჯდომა, სადაც „ოცნების” უმრავლესობა მოპარული არჩევნებით არის, არაკომფორტულია

“იმ პარლამენტში ჯდომა, სადაც „ქართული ოცნების” უმრავლესობა მოპარული არჩევნებით არის, ნამდვილად არავისთვის კომფორტს არ წარმოადგენს, “ლელოს” შემოთავაზება გასაგებია, მისაღებია, მაგრამ უნდა ვიმსჯელოთ”, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიორგი ბოტკოველი „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ თუ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გაგრძელდა, ოპოზიციამ ბოიკოტს უნდა მიმართოს.

ბოტკოველის თქმით, საკითხი პოლიტსაბჭოს ფორმატში უნდა განიხილონ.

„მოულოდნელი არ ყოფილა, რომ „ქართული ოცნება” ყველაფერს შეეცდება, ის „კლანი“ გააძლიეროს და გაამყაროს, რომელიც დღეს არსებობს სასამართლოში. რაც შეეხება „ლელოს” შემოთავაზებას – იმ პარლამენტში ჯდომა, სადაც „ქართული ოცნების” უმრავლესობა მოპარული არჩევნებით არის, ნამდვილად არავისთვის კომფორტს არ წარმოადგენს, გასაგებია, მისაღებია ეს შემოთავაზება, მაგრამ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რასაც მივიღებთ, მივიღებთ, პირველ ყოვლისა, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ფორმატში და ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ პოლიტიკური საბჭოს ფორმატში, როგორც ჩვენ გავაკეთეთ, შემოსვლასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკურმა საბჭომ, ამ გადაწყვეტილებას დავემორჩილებით ასევე“, – განაცხადა ბოტკოველმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები