ოხანაშვილი – ხაზარაძეს: ვინც ამ განცხადებას იზიარებთ, საერთოდ არ გესმით, რას ნიშნავს საპარლამენტო სუვერენიტეტი

“როდესაც ადამიანები კოლეგებთან ულტიმატუმით საუბრობენ, ძალიან არასწორია”, – ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მამუკა ხაზარაძის განცხადებას.

მისი თქმით, ვინც ამ განცხადებას იზიარებს, საერთოს არ ესმის, რას ნიშნავს საპარლამენტო სუვერენიტეტი.

„როდესაც ადამიანები კოლეგებთან ულტიმატუმით საუბრობენ, რომ თავიანთ საპარლამენტო უფლებამოსილებას არ განახორციელებენ, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არასწორია. კოლეგებო, ვინც ამ განცხადებას იზიარებთ, საერთოდ არ გესმით, რას ნიშნავს საპარლამენტო სუვერენიტეტი და პარლამენტის წევრის თავისუფალი მანდატი. პარლამენტის წევრს აქვს უფლებამოსილება და ვალდებულება ხალხის ნება განახორციელოს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ თუკი „ქართული ოცნება“ მოსამართლეების დანიშვნის პროცესს გაააგრძელებს, პარლამენტიდან გავა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები