რა საკითხები განიხილება სალომე ზურაბიშვილის უკრაინაში ვიზიტისას – ნინო ბარათაშვილის განმარტება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორმა, ნინო ბარათაშვილმა ის საკითხები დაასახელა, რომლებსაც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში ვიზიტისას ოფიციალურ შეხვედრებზე განიხილავს.
“დღეს გაიმართება, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იმართება 15-წლიანი პაუზის შემდეგ. განსახილველ საკითხებს შორის არის ორმხრივი ურთიერთობების თემატიკა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ურთიერთმხარდაჭერისა და თანამშრომლობის თემატიკა. ცხადია, საუბარი შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობის ეს ხარისხი კონკრეტულ შედეგებში რეალიზდეს“, – განაცხადა ბარათაშვილმა.