აჭარას უკრაინელი ჟურნალისტები სტუმრობენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას აგრძელებს. ამჯერად, აჭარას ჟურნალისტები უკრაინიდან სტუმრობენ, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მათ უკვე მოინახულეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები და საზღვაო ტურისტული პროდუქტები. ბათუმის შემდეგ, ისინი მთიან აჭარაში გეგმავენ მოგზაურობას.

სტატიები, სადაც აჭარაში მოგზაურობა, სხვადასხვა ტურისტული ადგილი და ჟურნალისტების შტაბეჭდილებები იქნება თავმოყრილი, უკრაინის რეიტინგულ მედიასაშუალებებში ივლისის დასაწყისში გამოქვეყნდება. უკრაინა აჭარისთვის ერთ-ერთ მთავარ სამიზნე ქვეყანას წამოადგენს, საიდანაც ტურისტები რეგიონს ყოველწლიურად სტუმრობენ.
ბათუმის მიმართულებით რეგულარული ფრენები უკრაინის რამდენიმე ქალაქიდან ხორციელდება, რაც ბათუმში უკრაინელი ვიზიტორების შემოსვლას ამარტივებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს ახლახან სტუმრობდა ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებიც, რომლებიც უკრაინიდან რეგიონში ვიზიტორების ჩამოყვანას უზრუნველყოფენ, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები