ანრი ოხანაშვილი: „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ დაანონსებული ამბიციური საარჩევნო რეფორმა არის რეალობა.

მისი თქმით, „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საარჩევნო კანონმდებლობას.

„მმართველი გუნდის მიერ დაანონსებული ამბიციური საარჩევნო რეფორმა არის რეალობა. ამას მოწმობს ისიც, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმაც დაუჭირეს მხარი ამ ცვლილებებს – ყველამ არა, მაგრამ მათ, ვინც ხელი მოაწერა შარლ მიშელის შეთანხმებას. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საარჩევნო კანონმდებლობა და ასახული იქნება ეუთო/ოდირ-ის რეკომენდაციებიც“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები