იუსტიციის მინისტრის მოადგილე: არ იყო შეგროვებული არცერთი მტკიცებულება, რომელიც ქართული სოფლებისა და ქალაქების დაბომბვას დაადასტურებდა

საქმეში გვქონდა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები, მოწმეთა ჩვენებები, მაგრამ ომს როცა ეხება საქმე, აუცილებელია ნივთმტკიცებები, რომლებიც დაადასტურებდა არა მხოლოდ გორის, არამედ სხვა ქართული სოფლებისა და ქალაქების დაბომბვას. ფაქტობრივად, საქმეში არ იყო არცერთი მტკიცებულება, რომელიც ამ სოფლებისა და ქალაქების დაბომბვას დაადასტურებდა, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა.

„როდესაც ომიდან ათი წლის თავზე ხდება ასეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულების მოპოვება და საერთაშორისო სასამართლოში წარდგენა, ამის გარშემო ნამდვილად ბევრი კითხვა შეიძლება გაჩნდეს.

როდესაც საერთაშორისო სასამართლოსთვის საჩივარი მზადდება, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პირველ პერიოდს, ვინაიდან ამ დროს მტკიცებულებები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია. თუ საწყის ეტაპზე მტკიცებულებები არ შეგროვდა, წლების შემდეგ ეს ძალიან რთულია. როდესაც ეს საქმე გადმოვიბარეთ, ფაქტობრივად, საქმეში გვქონდა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები, მოწმეთა ჩვენებები, მაგრამ ომს როცა ეხება საქმე, აუცილებელია ნივთმტკიცებები, რომლებიც დაადასტურებდა არა მხოლოდ გორის, არამედ სხვა ქართული სოფლებისა და ქალაქების დაბომბვას. ფაქტობრივად, საქმეში არ იყო არცერთი მტკიცებულება, რომელიც ამ სოფლებისა და ქალაქების დაბომბვას დაადასტურებდა.

თავის დროზე რომ ეს მასალა შეგროვებულიყო, ძალიან ბევრ დროს დავზოგავდით. როდესაც არაა აღრიცხული და დოკუმენტირებული, სად წავიდა ეს მტკიცებულებები, მათ პოვნას დიდი დრო დასჭირდა. ნაწილს ჩვენ საქართველოს ტერიტორიაზე მივაგენით, ოღონდ არავინ იცოდა, რომ ეს იქ იყო შენახული და ეს იყო ის „ოქროს მტკიცებულება“, რომელიც საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს სიმართლეს დაადასტურებდა“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები