ბექა ძამაშვილი განმარტავს, რატომ იყო მნიშვნელოვანი საქართველოსთვის საერთაშორისო დონეზე აგვისტოს ომის დროს რუსეთის მიერ „ისკანდერის“ გამოყენების მტკიცებულების წარდგენა

ბექა ძამაშვილი განმარტავს რატომ იყო მნიშვნელოვანი საქართველოსთვის საერთაშორისო დონეზე აგვისტოს ომის დროს რუსეთის მიერ „ისკანდერის“ გამოყენების მტკიცებულების წარდგენა.

მისი თქმით, „ისკანდერის“ გამოყენება პირდაპირი მტკიცებულება იყო, რომ რუსეთის ფედერაციამ სიცოცხლის უფლება დაარღვია.

„ისკანდერი“ არის ბალისტიკური რაკეტა, კასეტური იარაღი, რომელიც გამოყენებულია 2008 წლის 12 აგვისტოს. ანუ ეს ის პერიოდია, როდესაც სამხედრო მოქმედებები უკვე ფაქტობრივად შეწყვეტილია, გორი მთლიანად დაცლილია სამხედროებისგან და აფეთქება ხდება ქალაქის ცენტრში. ანუ, ამ გასროლით რუსეთმა პირდაპირ მშვიდობიან მოსახლეობას ესროლა კასეტური იარაღი. ერთი მხრივ ეს საერთაშორისო დანაშაულის მამხილებელი მტკიცებულება იყო (და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჰააგის სასამართლოსთვის, რომელიც იძიებს ამ დანაშაულებს), და მეორე მხრივ, სტრასბურგის სასამართლოში პირდაპირი მტკიცებულება იყო, რომ კონვენციის მეორე მუხლი – სიცოცხლის უფლება, პირდაპირ დაარღვია რუსეთის ფედერაციამ. ეს არ იყო გადაწყვეტილება, რომელსაც რიგითი ჯარისკაცი მიიღებდა. ეს ამხელდა მთლიანად რუსეთის ხელისუფლებას, რომ უმაღლეს დონეზე მიიღეს გადაწყვეტილება მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ესროლათ. ცხადია, ეს ყველა საერთაშორისო ფორუმზე ძალიან დიდ სამართლებრივ უპირატესობას მიანიჭებდა საქართველოს“, – განაცხადა ძამაშვილმა  „იმედის ფაქტორში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები