ანრი ოხანაშვილი: 2011 წელს სტრასბურგის სასამართლოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა 395 საჩივრით მიმართეს, 2012 წელს – 367 საჩივრით, ხოლო 2019 წელს – 131 საჩივრით, ეს არის სხვაობა „ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის

2011 წელს სტრასბურგის სასამართლოს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა 395 საჩივრით მიმართეს, 2012 წელს – 367 საჩივრით, ხოლო 2019 წელს სულ 131 საჩივარი შევიდა. ეს არის სხვაობა „ქართულ ოცნებას“, ნაციონალური მოძრაობასა და იმ პარტიებს შორის, ვინც ნაციონალური მოძრაობის სულისკვეთებას ხართ აყოლილი“,  – ასე უპასუხა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის წევრს ხატია დეკანოიძეს სასამართლოსთან დაკავშირებით.

,,ქალბატონო ხატია, როდესაც სასამართლოზე მაღალ ტონალობაში გვესაუბრებით, მინდა გაგახსენოთ, თქვენი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში მოქალაქეები, აქ რომ სამართალს ვერ პოულობდნენ სტრასბურგის სასამართლოს რაზე მიმართავდნენ? გახსოვთ, მუხლები ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს? მუხლები შემდეგია: მუხლი მე-2 -სიცოცხლის უფლება, როდესაც მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფა ხდებოდა, მუხლი მე-3 -წამების აკრძალვა. მუხლი მე-5 – თავისუფლება და უსაფრთხოება. მუხლი მე-6 – საქმის სამართლიანი განხილვის უფლება. მუხლი მე-8 – პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება და ა.შ.

2011 წელს სტრასბურგის სასამართლოს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა 395 საჩივრით მიმართეს, 2012 წელს – 367 საჩივრით, ხოლო 2019 წელს სტრასბურგის სასამართლოში სულ – 131 საჩივარი შევიდა. აი, ეს არის სხვაობა „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და იმ პარტიებს შორის, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ სულისკვეთებას ხართ აყოლილი’’, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები