ნიკოლა სარკოზის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საქმეზე პატიმრობა ემუქრება

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საქმეზე პატიმრობა ემუქრება.

Euronews-ის ინფორმაციით, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ემუქრება თუ არა სარკოზის თავისუფლების აღკვეთა 2012 წელს წინასაარჩევნო კამპანიისთვის გათვალისწინებულზე 2-ჯერ მეტი თანხის დახარჯვის გამო. ბრალდების მხარე ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ 6-თვიან პატიმრობას, შემდეგ 6-თვიან პირობით სასჯელსა და გირაოს სახით 3 750 ევროს ითხოვს. თავად სარკოზი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

შეგახსენებთ,  რომ კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის გამო სარკოზი მიმდინარე წლის მარტში დამნაშავედ სცნეს, რაც მან გაასაჩივრა. ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები