პარლამენტის სხდომათა დარბაზში ერთმანეთს დეპუტატები – თაკო ჩარკვიანი და ბექა დავითულიანი დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირების მიზეზი ბექა დავითულიანის განცხადება გახდა.
,,რეზოლუციაზე, სადაც წერია, რომ საქართველომ წამოიწყო სრულმასშტაბიანი ომი, ხელმოწერა რომ ცუდია და მინიმუმ შეცდომაა, რომელიც დანაშაულზე მეტია, ვთქვათ, რომ ეს არის ცუდი”, – განაცხადა დავითულიანმა.
უმრავლესობის წევრის ეს განცხადება ოპოზიციონერმა თაკო ჩარკვიანმა გააპროტესტა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება, საქართველოს პარლამენტი ამკვიდრებდეს წინადადებას, რომ ომი საქართველომ დაიწყო.
,,თქვენ რასაც ჩადიხართ, ეს არის დაუშველები, სირცხვილი პარლამენტს, სამარცხვინო განცხადებას აკეთებთ, საქართველოს ომი არ დაუწყია”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.