ნასვამმა მძღოლმა სამართალდამცველებს შეურაცხყოფა მიაყენა – ახალი დეტალები ხონში მომხდარი ინციდენტის შესახებ

ხონში პოლიციელზე მომხდარი თავდასხმის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
“კვირას” ინფორმაციით, პირი, რომელიც პოლიციამ შეაჩერა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ავტომანქანას მართვის უფლების არმქონე მართავდა.

ნასვამი მძღოლი ასევე ე.წ. კომენდანტის საათსაც არღვევდა. მას შემდეგ, რაც აღნიშნული პირი პოლიციამ გადამოწმების მიზნით გააჩერა, მან სამართალდამცველებს შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც ირკვევა, ერთ-ერთი ვერსიით, ნასვამი მამაკაცი პოლიციასთან ფიზიკური დაპირისპირების დროს გზის გვერდულზე თხრილში ჩავარდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, მან ქვედა კიდურის დაზიანება მიიღო.
ასევე, დაზიანება მიიღო პოლიციის თანამშრომელმაც, რომელიც ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

“კვირასთვის” ცნობილი გახდა, რომ 27 წლის მამაკაცი ანალოგიური დარღვევისთვის პოლიციის მიერ წარსულშიც არაერთხელ დაჯარიმებულა. ბოლო ინციდენტი ქუთაისში მოხდა, რა დროსაც მან ნასვამ მდგომარეობაში და მართვის უფლების არმქონემ ავტოსაგზაო შემთხვევა მოახდინა.

ინცინდენტთან დაკავშირებით შსს-მ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, 1994 წელს დაბადებული თ.კ. ხონში დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები