ალეკო ელისაშვილი: ამნისტია „ნაცმოძრაობისა“ და მათი ლიდერისთვის კეთდება, მელია კანონს მიღმა ვერ დადგება

„ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია ამნისტიასთან დაკავშირებით არის ძალიან უპასუხისმგებლო”, – ამის შესახებ ,,მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამნისტია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი ლიდერისთვის კეთდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია ამნისტიასთან დაკავშირებით არის ძალიან უპასუხისმგებლო. ეს ამნისტია კეთდება მათი ლიდერისთვის და მათთვის. მათ ისარგებლეს უკვე ამ სიკეთეებით, რაც შარლ მიშელის შეთანხმებაში წერია. თან ამ სიკეთეებით სარგებლობდე და თან იძახდე, არ მინდა, არ მინდაო, არის უპასუხისმგებლობა და მეტი არაფერი. მელია კანონს მიღმა ხომ ვერ დადგება, ზურგით ხომ ვერ დადგება კანონთან“, – განაცხადა ელისაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები