ირაკლი ღარიბაშვილი: ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს წარმატებული არჩევნების ჩატარებასა და, წინასწარი შედეგების მიხედვით, „სამოქალაქო თანხმობის” პარტიის გამარჯვებას

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

“გულითადად ვულოცავ სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს წარმატებული არჩევნების ჩატარებასა და, წინასწარი შედეგების მიხედვით, „სამოქალაქო თანხმობის” პარტიის გამარჯვებას. წარმატებებს გისურვებთ მომავალშიც!

მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას სომხეთის ახალ მთავრობასთან”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები