რობერტ ქოჩარიანის ბლოკი არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

სომხეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მეორე ადგილზე გასული ბლოკი – “სომხეთი” კენჭისყრის შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ბლოკმა გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარია, რომ საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები სადავოა და არ არის სანდო. ბლოკში მიიჩნევენ, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი მტკიცებისთვის, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგები არ წარმოადგენს ძალთა რეალურ ბალანსს.

”შედეგი ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა გამოვლინებას, რასაც ბოლო 8 თვის განმავლობაში ვხედავთ; გამოკითხვების შედეგებს, მათ შორის, საერთაშორისო და, ბოლოს, საღ აზრს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ოპოზიციის ხალხმრავალი მიტინგები და ხელისუფლების მხრიდან გამართული მცირე რაოდენობის ღონისძიებები, ქვეყანაში ნდობის კრიზისი მიანიშნებდა საზოგადოების სრულიად განსხვავებულ განწყობებზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია “ხმის მიცემის პროცესის წინასწარ დაგეგმილ სისტემურ ფალსიფიცირებაზე”.

1. ხმების დათვლის დაწყებისას ელექტროენერგიის მასიური გათიშვები მოხდა. საუბარია რეგიონებსა და ცალკეულ თემებზე, როგორებიცაა არმავირი, ლორი, შირაკი, არაგაწოტინი და სხვ.

2. ამ თემებსა და საარჩევნო უბნებზე უცხო პირთა შეკრება შეინიშნებოდა, რაც გვაძლევს საფუძვლიანი ვარაუდის შესაძლებლობას, რომ ამოქმედებული იყო გამყალბებელთა მობილური ჯგუფის სისტემა.

3. უდავო ფაქტია არმიის ღია და მართული კენჭისყრა ხმა, რომელმაც ხელისუფლებას ხმათა დიდი რაოდენობა მოუტანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები