კრემლი სომხეთის არჩევნებს გამოეხმაურა

“კრემლი სომხეთის არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტიის დამაჯერებელ გამარჯვებას ხედავს და ულოცავს სომეხ ხალხს არჩევანს”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

“ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს ინფორმაციას, რომელიც ერევნიდან ვრცელდება.
ჩვენ მივესალმებით სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციას, რომ ეს არჩევნები შედგა და, რა თქმა უნდა, ვხედავთ, რომ ფაშინიანის პარტიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენ ვულოცავთ სომეხ ხალხს მათ არჩევანს”, – თქვა პესკოვმა.

მისი თქმით, სომხეთი რუსეთის უახლოესი მოკავშირე და მისი პარტნიორია.

”რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს, რომ სომეხ ხალხს ეს არჩევანი დაეხმაროს სირთულეებთან გამკლავებაში, რომელსაც ამჟამად განიცდის ქვეყანა და გადავიდეს განვითარების მდგრად ტრაექტორიაზე, მათ შორის, სამმხრივი შეთანხმებების იმპლემენტაციის გზით, რომლებიც მიღწეულ იქნა და ხელი მოეწერა რუსეთის პრეზიდენტის უშუალო მონაწილეობით”, – დასძინა პესკოვმა.

სომხეთში, 20 ივნისს ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ – “სამოქალაქო შეთანხმება” ხმების 53,92% მოიპოვა, რაც დამოუკიდებლად, კოალიციის შექმნის გარეშე მთავრობის ფორმირების შესაძლებლობას იძლევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები