რუსეთში უკვე მეოთხე დღეა, კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 17 ათასს აღემატება

რუსეთში ბოლო ოთხი დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 17 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. მხოლოდ მოსკოვში ბოლო ერთ დღეში 7584 დადასტურებული შემთხვევაა.

ასევე, ერთ დღეში ვირუსს 440 ადამიანი შეეწირა.

პანდემიის დაწყებიდან სულ 5 334 204 ინფიცირებული და 129 801 გარდაცვლილია.

რუსეთში 8 ივნისის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, ზრდის პირველ დღეებში 13-14 ათასი ინფიცირებული ვლინდებოდა მაშინ, როდესაც მაისში ეს მაჩვენებელი 8-10 ათასზე მეტ შემთხვევას უდრიდა.

ამასთანავე, როგორც მოსკოვის მერის მოადგილე ანასტასია რაკოვამ განაცხადა, დადებითი დინამიკა ჯერ არ შეინიშნება.

მოსკოვში გამოვლენილი, 7584 ინფიცირებულიდან 1 656 ჰოსპიტალიზებულია, 79 პაციენტი გარდაიცვალა.

ასევე, ივლისიდან დედაქალაქში იგეგმება 12-17 წლის მოზარდების აცრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები