მედია: ინდური შტამის საფრთხის გამო, ისრაელში შეზღუდვების გამკაცრება იგეგმება, განსაკუთრებით – საბავშვო ბაღებში

ისრაელის სამედიცინო წრეებში ინდური შტამის შესაძლო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ, განსაკუთრებით – საბავშვო ბაღებში.

ადგილობრივი მედია წერს, რომ 20 ივნისს ჯანდაცვის სამინისტროს ეპიდემიოლოგთა ჯგუფმა გასცა რეკომენდაცია 12-15 წლის მოზარდების აცრის შესახებ.

ასევე, ზოგიერთი მედიასაშუალება წერს, რომ არ გამოირიცხება სავალდებულო პირბადის ტარების რეჟიმის დაბრუნება დახურულ სივრცეებში, რომელიც 15 ივნისიდან არის გაუქმებული.

ქვეყნის პრემიერმა, ნაფტალი ბენეთმა პოლიციის 250 თანამშრომლის გამოყოფის განკარგულება გასცა, რომლებიც საზღვარგარეთიდან ჩასული, ისრაელის მოქალაქეების მიერ კარანტინის შესრულებას დააკვირდებიან.

დღეს ისრაელში 298 ინფიცირებულია. 20 ივნისს 17 ათასი ტესტიდან დადებითი მხოლოდ 46 იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები