სომხეთში არჩევნებში ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა

სომხეთში 20 ივნისს გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 53,92% პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ – “სამოქალაქო შეთანხმება” მოიპოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ცესკო 2008-ვე საარჩევნო უბნის ოქმის შეჯამების შემდეგ ავრცელებს.

არჩევნებში სულ 21 პარტია და 4 ბლოკი მონაწილეობდა.

ცესკო-ს მონაცემითვე, ხმათა 21,04 % ბლოკმა – “სომხეთმა” მიიღო, რომლის ლიდერია ყოფილი პრეზიდენტი – რობერტ ქოჩარიანი.

მესამე ადგილზე გავიდა ასევე ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის პარტია 5,23%-ით; პარტია “აყვავებულმა სომხეთმა”, რომლის თავმჯდომარე ბიზნესმენი გაგიკ ცარუკიანია, 3,96% მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები