ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს
ზუგდიდის ცენტრალურ ნაწილში მერაბ კოსტავას ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ახალი გზა სამ კილომეტრამდე მონაკვეთზე დაიგება. გზის რეაბილიტაციას გეოლოგიური და კონსტრუქციული სირთულეების გამო გარკვეული შეფერხებები ჰქონდა, თუმცა, ამჯერად, გრუნტის გამაგრების პრობლემა მთლიანად მოგვარებულია და ასფალტირების სამუშაოები ხორციელდება.
განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა ქალაქში სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგებას შეუწყობს ხელს.
სამუშაო პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – გიორგი გუგუჩია პირველ მოადგილე ნინო ვიბლიანთან, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასა და ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელ კონსტანტინე კაკავასთან ერთად გაეცნო.
სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.