სტამბულის კონვენციის გამო თურქეთში ქალები საპროტესტო აქციას აწყობენ

სტამბულში ქალები პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც სტამბულის კონვენციას ეხება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას France 24 ავრცელებს. როგორც გამოცემა იტყობინება, კონვენცია მიღებულია ევროპის კავშირით 2011 წელს და მიმართულია ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ.

თურქეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 2011 წლის კონვენციას მოაწერა ხელი და საკუთარი სავაჭრო დედაქალაქის სახელიც მიანიჭა.

მას შემდეგ კონვენციას 45-მა ქვეყანამ მოწერა ხელი და ასევე ევროკავშირმა. მიუხედავად ამისა, ერდოღანმა მარტში გამოსცა ბრძანება თურქეთის მიერ კონვენციის რატიფიკაციის შესახებ. თურქეთი წევრობაზე უარს ოფიციალურად 1 ივლისს იტყვის. კონვენცია, მასზე ხელმომწერი ქვეყნებისგან, ითხოვს ძალადობის საფუძველზე დაწერილი განცხადებების გამოძიებას და დამნაშავეების პასუხისგებაში მოყვანას. გარდა ამისა, ხელმომწერები თანახმანი არიან კანონმდებლობისა და განათლების გზით განავითარონ გენდერული თანასწორობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები