ბობოყვათში აქცია დასრულებულია – აჭარის მთავრობის წევრები მოსახლეობას შეხვდნენ

აჭარის მთავრობის წევრებმა ბობოყვათის მოსახლეობასთან შეხვედრა უკვე გამართეს. როგორც ცნობილია, ტერიტორია წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას და შესაბამისად მოქალაქეებს არა აქვთ მიწის რეგისტრაციისთვის საჭირო საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები.

მთავრობის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობის ნაწილმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობით ბობოყვათში მიწა არ ეკუთვნით, ისინი მთავრობისგან ითხოვენ, რომ ეს მიწა საკუთრებაში დაურეგისტრირდეთ.

მთავრობის წევრებმა მოსახლეობას განუმარტა, რომ ქონების განკარგვა მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისადაა შესაძლებელი.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, მთავრობის წევრები მზადყოფნას გამოთქვამენ დაინტერესების შემთხვევაში, მოსახლეობასთან კვლავ გამართონ შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.

აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ბორჯომში იმყოფებიან და მიმდინარე სამუშაო შეხვედრებში იღებენ მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები