ბელგიაში სკოლის შენობა ჩამოინგრა – დაღუპულია 2 ადამიანი

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში სკოლის შენობა ჩამოინგრა. გამოცემა The Brussels Times-ის ცნობით, შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა.

ინციდენტი სარემონტო სამუშაოების დროს მოხდა. ამ დრომდე ოთხი ადამიანის ადგილსამყოფელი უცნობია. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

გამოცემის ცნობით, კიდევ შვიდი ადამიანი მძიმედ დაშავდა, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები