ბობოყვათში აქციაზე ხმაური იყო – დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში, მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება იყო. ერთმანეთს   აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ. შედეგად სამართალდამცველებმა აქციის 10-მდე მონაწილე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

აქცია ბობოყვათში დილიდან მიმდინარეობს. ადგილობრივები მიწების გასხვისებას აპროტესტებდნენ და  რკინიგზის მაგისტრალი  გადაკეტეს.

ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა და საპროტესტო აქცია  გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები