ზესტაფონში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში წევის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თვითმხილველების განცხადებით, სატვირთო ავტომობილი მიკროავტობუსის ტიპის  მანქანას შეეჯახა, შედეგად მარშუტკის მძღოლი, 29 წლის ლევან გოშაძე გარდაიცვალა.

“ლევან, ჩვენო ოქრობიჭო! როგორ ისე წახვედი, რომ ვერ მოგისიყვარულეთ. ახლა ერთდროულად მიყვარხარ და მტკივახარ კიდეც. მართლაც ამაოებათა ის სამყარო და წუთისოფელი, რომელსაც ასეთი შვილები ემეტებით. უფალს ებარებოდეს შენი სიყვარულით და სიკეთით სავსე სული.
ვუსამძიმრებ ჩემს დას, ჩემს დეიდაშვილს მაია ცუცქირიძეს და ჩემს სიძეს, გოჩა გოშაძეს და მთელ ჩვენს სანათესაოს, ამ დიდი ტრაგედიის გამო”, – წერს გარდაცვლილის ახლობელი სოციალურ ქსელში.

უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 პუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები