შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა, ვლადიმერ ბორცვაძემ და შალვა ბედოიძემსამეგრელო-ზემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს პოლიციის პოლკოვნიკი გურამ ზესაშვილიუხელმძღვანელებს, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს კი, პოლკოვნიკი ნიკოლოზ დიასამიძე.
მინისტრის მოადგილეებმა პოლიციის დეპარტამენტების ახლად დანიშნულ დირექტორებს წარმატებები და ნაყოფიერი მუშაობა უსურვეს. ამ დრომდე დიასამიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა. რაც შეეხება გურამ ზესაშვილს, იგი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.