ცოლის მკვლელობაში ბრალდებული ქმრის აღიარება – “თანამზრახველი არ მყოლია, მოვკალი ჩემი ძაღლიც და სკამზე თავი დავიბი”
საბერძნეთში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის პირველ ჩვენებას ბერძნული მედია ავრცელებს.
ქმარი ჰყვება, როგორ და რა გარემოებაში მოკლა საკუთარი ცოლი.
“განადგურებული ვარ, სიძულვილის გამო ჩემს ქალიშვილს ობლად გაზრდა მიუსაჯეს. 11 მაისის ღამეს ვიჩხუბეთ, მეუღლემ საწოლიდან გადმომაგდო და დავინახე, რომ ის წავიდა ბავშვის საწოლში ჩასასმელად. მე მივედი მასთან და, როდესაც ყვირილი დაიწყო, ხელები პირზე დავაფარე, როდესაც მივხვდი, რომ ჩემი ცოლი უკვე მკვდარი იყო, ვეძებდი გზებს, თუ როგორ დამემალა ეს, რადგან სახლში 11 თვის ბავშვი მყავდა.
თანამზრახველი არ მყოლია. მე თვითონ გავაკეთე ეს ყველაფერი და მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ დამაჯერებლად გამეკეთებინა. ამისთვის მოვკალი ჩემი ძაღლი და სკამზე თავი დავიბი. შემდეგ პოლიციაში დავრეკე. ამის შემდეგ მინდოდა, სახლი შემეცვალა, რათა მოგონებებს გავქცეოდი,” – განაცხადა ბრალდებულმა, ბაბის ანაგნოსტოპულოსმა.
თავდაპირველად, მკვლელობა საქართველოს მოქალაქეს ბრალდებოდა.
წყარო: “რუსთავი 2”