ნათია თურნავა – ,,ნამახვანჰესზე”: მაქვს ასეთი შეგრძნება, რომ ჩვენ აუცილებლად მივალთ კონსენსუსამდე, პროცესი მიდის პოზიტიურად

“მაქვს ასეთი შეგრძნება, რომ ჩვენ აუცილებლად მივალთ კონსენსუსამდე, პროცესი მიდის პოზიტიურად”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ,,ნამახვანჰესთან” დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მოლოდინია, რომ დადებითი ​კონტრნაბიჯები ​წამოვა თვითონ საპროტესტო მოძრაობის ლიდერებისგან.

„ძალიან პოზიტიური პროცესი მიმდინარეობს ევროპელი მედიატორის ჩართულობით. რამდენიმე დღის წინ გაიმართა პირველი შეხვედრა ამ მედიაციის ფარგლებში. დღეს იმავე შემადგენლობით გაგრძელდება ეს შეხვედრა უკვე ონლაინ ფორმატში. შედეგი დადგა ის, რომ სახელმწიფომ გადადგა პირველი ნაბიჯი. შსს-მ დემონტაჟი გაუკეთა რკინის ჯებირებს. ახლა ველოდებით, რომ დადებითი ​კონტრნაბიჯები ​წამოვა თვითონ საპროტესტო მოძრაობის ლიდერებისგან. ასევე, დაცული იქნება სხვადასხვა უფლება და კანონმდებლობა, მათ შორის, დაცული იქნება კერძო საკუთრების უფლება. არ იქნება გზების ბლოკირება. მე მაქვს ასეთი შეგრძნება, რომ ჩვენ აუცილებლად მივალთ კონსენსუსამდე. პროცესი მიდის პოზიტიურად“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები