“ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის გავრცელებული ჩანაწერი მონტაჟია”, – ამის შესახებ პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
პროკურატურის ინფორმაციით, TV პირველის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერები, რომელიც 2021 წლის 6 მარტს გავიდა ეთერში, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდეა გაკეთებული.
“ჩანაწერების გაკეთება დაიწყო 2011 წლის 4 ოქტომბერს დაიწყო, ანუ ბიძინა ივანიშვილის მიერ ოპოზიციური პარტიის შექმნისა და არჩევნებში მონაწილეობაზე საჯარო განცხადების გაკეთებამდე ერთი დღით ადრე”, – განაცხადა გულუაშვილმა.