მიხეილ სარჯველაძე: ახლა, როცა, ვენეციის კომისიის დასკვნით, ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის დაყოვნების არავითარი საჭიროება არ არის
“ახლა, როცა, ვენეციის კომისიის დასკვნით, ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესის გაჩერებისა და დაყოვნების არავითარი საჭიროება არ არის”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერი ცდილობს, ინდივიდუალური მოსამართლის გათავისუფლებაზე ისაუბროს, რაც ფუნდამენტური შეცდომაა.
„შარლ მიშელის დოკუმენტში ნათლად და მკაფიოდ არის აღნიშნული, რა კონკრეტული შედეგი რომელ მიზეზს უკავშირდება. საუბარია რეფორმაზე იმ მიმართულებით, რომ ვენეციის კომისიის მიერ გამოითქმებოდა შენიშვნები. ეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას უკავშირდებოდა. ამ თვალსაზრისით, რეფორმა უკვე განხორციელებულია და, მანამდე, ლოგიკურად გამართლებული იქნებოდა ამ პროცესის შეჩერება. ახლა, როცა, ვენეციის კომისიის დასკვნით, ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულია, ამის გაჩერებისა და დაყოვნების არავითარი საჭიროება არ არის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.