ანრი ოხანაშვილი: სასამართლო სისტემის პოლიტიზება დაუშვებელია
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პოლიტიკის შეტანა სასამართლო სისტემაში არ შეიძლება.
მისი თქმით, ქვეყანაში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი არ უნდა გაჩერდეს.
„სასამართლო სისტემის პოლიტიზება დაუშვებელია. არ შეიძლება, სასამართლო სისტემაში პოლიტიკა შევიტანოთ. ცუდია, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები თუ პირები ცდილობენ, პირდაპირ ჩაერიონ კონკრეტული სასამართლოსათვის მიკუთვნებულ საკითხებში. შარლ მიშელის დოკუმენტში არსად არაა ნათქვამი, რომ ეს პროცესი არ უნდა წარიმართოს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
იუსტიციის საბჭომ კანდიდატთა 9-კაციანი სია კენჭისყრაზე უკვე დაამტკიცა.