ქართული ნაციონალური ბალეტის დირექტორმა ნინო სუხიშვილმა წყნეთის პოლიციის უფროსს, ბატონ დიმას და მოადგილეს ბატონ ამირანს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც ნინო სუხიშვილი განმარტავს, ადგილი, სადაც პანდემიამდე ხშირად იმართებოდა მათი კონცერტები გაქურდეს, რითაც ძალიან დიდი მორალური და მატერიალური ზიანი მიადგათ.
ის მადლობას უხდის შსს-ს და კერძოდ, წყნეთის პოლიციის უფროსს და მოადგილეს დანაშაულის ცხელ კვალზე გახსნისთვის.
სუხიშვილის თქმით, დამნაშავე დაკავებულია.
“მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს. წყნეთში, სადაც პანდემიამდე ხშირად იმართებოდა ჩვენი კონცერტები, სუხიშვილების ქ. N 1-ში მდებარე ,,ღია ტერასა ტყეში” გაქურდეს და ძალიან დიდი მორალური და მატერიალური ზიანი მოგვადგა, მაგრამ წყნეთის პოლიციის უფროსს ბატონ დიმას და მოადგილეს ბატონ ამირანს უღრმესი მადლობა თავდაუზოგავი შრომისთვის, მათ ცხელ კვალზე გახსნეს აღნიშნული დანაშაული და დააკავეს დანაშაულის ჩამდენი პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბევრი ასეთი კადრი თქვენ”, – წერს ნინო სუხიშვილი სოციალურ ქსელში.