პოლიციის შენობიდან გადმოვარდნილი მამაკაცი კვლავ მართვით სუნთქვაზეა
პოლიციის შენობიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
46 წლის ლევან გაჩეჩილაძე გერმანულ ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას.
“ამ ეტაპზე, პაციენტის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა, საყურადღებოა. პაციენტი დაკვირვების ქვეშაა და მიმდინარეობს მასზე სრული მონიტორინგი”, – აცხადებს გერმანული ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორი, მარინა რეხვიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ წერეთლის გამზირზე მდებარე, პოლიციის შენობის მესამე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა. აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე დაიწყო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.